LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო წლებში ომი არ ყოფილა, მაგრამ მერე რა? ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ ხიფათისთვის გვერდით ავლის ფონზე განსაკუთრებულ ნახტომს მიაღწია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით: მამუკა არეშიძე

99
მამუკა არეშიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ „პირველი ხელისუფლებაა “ქართული ოცნება”, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა“, ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ გამოეხმაურა.

არეშიძის თქმით, ბოლო წლებში საქართველოში ომი არ ყოფილა, თუმცა ქვეყნისთვის ამას შედეგი არ მოუტანია. მისი განმარტებით, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით.

„ბოლო წლებში ომი არ ყოფილა, მაგრამ მერე რა? ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ ხიფათისთვის გვერდით ავლის ფონზე განსაკუთრებულ ნახტომს მიაღწია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. რაღაც შედეგი ხომ უნდა ჰქონდეს იმას, რომ ომი არ არის. ომი არ ყოფილა, მაგრამ შეიძლებოდა ბევრი რამის გაკეთება, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის და ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები