LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოლო წამამდე არ მჯეროდა, რომ ამის შესაძლებლობა მომეცემოდა” – დარია ლებედევა, საოპერო მომღერალი დნეპრიდან, რომელიც ომის გამო, ვერ ბრუნდება უკრაინაში პაატა ბურჭულაძის მასტერკლასში მონაწილეობდა

235
283928546_5480073205360377_104485532662858095_n

დარია ლებედევა, საოპერო მომღერალი დნეპრიდან, რომელიც ომის გამო, ვერ ბრუნდება უკრაინაში პაატა ბურჭულაძის მასტერკლასში მონაწილეობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი “იავნანა” ავრცელებს და მომღერლის ემოციურ მიმართვას გვიზიარებს.

“ცხოვრობ, დადიხარ სამსახურში, გარბიხარ სასწავლებელში… აწყობ გეგმებს, აგროვებ იდეებს..
ამ დროს კი იწყება ომი…

ვიცოდი თუ არა მაშინ, 20 თებერვალს სცენაზე გასვლისას, ომის დაწყებამდე 4 დღით ადრე, რომ მე მხოლოდ 27 მაისს წარვსდგებოდი მაყურებლის წინაშე?

არ ვიცოდი. ვიცოდი თუ არა რომ ეს სცენა იქნებოდა დამოუკიდებელ, სხვა ქვეყანაში ჩემთვის ახალი მაყურებლებით? არ ვიცოდი. ახლა მე მგონია, რომ საერთოდ არაფერი ვიცოდი ომის დაწყებამდე. არ ვიცოდი თუ როგორი დასაფასებელია – ისევ გახვიდე სცენაზე ამოისუნთქო, გაიგო მუსიკის ხმა, ჩაისუნთქო და დაიწყო სიმღერა.

და ამ მომენტში გრძნობ როგორ გინდა რომ იცოცხლო. არა, ისე როგორც ადრე, ისე აღარასდროს იქნება. მაგრამ იცოცხლო, გრძნობდე, სუნთქავდე…..მღეროდე…

გუშინ მე ისევ ვიმღერე. ნერვიულობისა და შიშის მიუხედავად, ვიმღერე. ჩემგან ერთ მეტრში იჯდა ბრწყინვალე მაესტრო პაატა ბურჭულაძე. საოცარია შეხვდე მსოფლიო ოპერის მეტრს და იმღერო მისთვის მასტერკლასზე. მე ბოლო წამამდე არ მჯეროდა, რომ ამის შესაძლებლობა მომეცემოდა. მადლობა მაესტრო გამოცდილებისთვის, თქვენი სითბოსა და მხარდაჭერისთვის.
დიდი მადლობა ძვირფას ნანა მიქაბერიძეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმისთვის. მადლობა ნინო ქათამაძეს და ნინო ქათამაძის ფონდს ჩემი ოცნების ასრულებისთვის. მადლობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას და ფონდ „იავნანას“ მასტერკლასის ორგანიზებისთვის,” – აღნიშნავს დარია ლებედევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები