შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნინოწმინდაში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში
ნასამართლევი პირი დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
ტარებას გულისხმობს.
პოლიციის მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ამოღებულია 884 ცივი და 104 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო, დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიებასთან ერთად, აქტიურად განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს,”- აცხადებენ შსს-ში.