LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო გამოცდა იყო, რა დავაშავე, ღმერთო, არ მჯერა! კიდევ ერთი წელი?!“ – ისტორიის გამოცდაზე აბიტურიენტი საათნახევრის დაგვიანებით მივიდა

975
BeFunky-collage (8)

„ბოლო გამოცდა იყო, რა დავაშავე, ღმერთო?! ყველაფერი კარგად ვიცოდი, ვკითხულობდი. არ მჯერა! არ წავალ, არ ჩამიტარდება?! ძალიან კარგად ვარ მომზადებული, კიდევ ერთი წელი?!”, –  ასე მიმართა აბიტურიენტმა გოგონამ 103-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელს, მას შემდეგ რაც 18 ივლისს, 103-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებით გამოცხადდა. ინფორმაციას EDU.ARIS.GE ავრცელებს.

როგორც მათ საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა განუმარტა, რომ აბიტურიენტის გამოცდაზე დაშვების უფლება არ აქვთ, რადგან ის საგანოცდო ცენტრში 09:30 საათზე გამოცხადდა. 

„8 საათზე იწყება რეგისტრაცია და საათ-ნახევარი დააგვიანა. გამოცდაზე მისი დაშვების უფლება არ გვაქვს”, – თქვა 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდით 4 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება. 2022 წლის ზაფხულის გამოცდებში მონაწილეობის სურვილი ჯამურად 90 000-მა პირმა გამოთქვა.

გამოცდაზე ტელეფონით შესვლა, ოჯახის წევრების ნაცვლად გამოცდაზე გამოცხადება – რა დარღვევები ფიქსირდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?

 

მთავარ სლაიდზე გამოყენებული ფოტო: EDU.ARIS.GE
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები