LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო 7 წელი აღარ ველაპარაკებოდი.. ძალიან ნიჭიერი და ძალიან მხიარული, მარად ახალგაზრდა და სულ შეყვარებული, შეხვედრამდე, მიშა“ – რეჟისორ მიშა ბუკიას ქალიშვილი ემოციური პოსტით ემშვიდობება

689
მიშა ბუკია, ნინი ბუკია

გენიალურ რეჟისორს, მიშა ბუკიას ქალიშვილი ემოციური პოსტით ემშვიდობება.

„ბოლო 7 წელი აღარ ველაპარაკებოდი.

ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ჯიგარი მეგობარი იყო. რაც ჩემში გიყვართ და მოგწონთ, 99% მისგან მაქვს. ძალიან ნიჭიერი და ძალიან მხიარული, მარად ახალგაზრდა და სულ შეყვარებული.

ალბათ, მართალია როცა ამბობენ, რომ ყველაზე რთულია იმას აპატიო, ვინც ყველაზე ძალიან გიყვარს“, – წერს ნინი ბუკია.

ბოლო 7 წელი აღარ ველაპარაკებოდი. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ჯიგარი მეგობარი იყო. რაც ჩემში გიყვართ და მოგწონთ, 99% მისგან…

Posted by Nini Bukia on ორშაბათი, 18 მარტი, 2024

რეჟისორი ავადმყოფობის შემდეგ პალიატიურ დაწესებულებაში, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიშა ბუკია 12 მარტს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორ მიშა ბუკიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები