LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 48 საათში რაც ხდებოდა, არის გზაგასაყარი, ქვეყანას ვუთმობთ რუსეთს: დეკანოიძე

38
რეყქ

ბოლო 48 საათში რაც საქართველოში ხდებოდა, ეს არის ქვეყნის გზაგასაყარი – ქვეყანას ვუთმობთ რუსეთს და ეს დაიწყო პრემიერ-მინისტრის განცხადებით ან მივდივართ იქით, სადაც არის საქართველოს ბუნებრივი ადგილი, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებასთან გარიგებული არიან.

„მათ შორის ანაფორმას ამოფარებული ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოდან, ვინც ცდილობს, საქართველოდან განდევნოს ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები, ასევე ცივილიზაციას დაუპირისპიროს ბნელი ძალები. შურისძიება იყო ჟურნალისტებზე. დარწმუნებული ვარ, მათ პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული, რომ კრიტიკულ მედიაზე და ყველა ჟურნალისტზე შური ეძიათ, ეს ჩანდა შორიდან. ეს იქნება უმძიმესი წერტილი პარტნიორებისთვის. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების” მმართველობის შედეგი. ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა, რომელიც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა ჩამოხსნეს, პარლამენტთან საკუთარი ხელით აღმართა

ვერა ქობალია: “ევროკავშირის დროშას რო წვავ, მაშინ არც ლორეალის პომადა უნდა წაისვა, არც H&M ჩაიცვა…”

ევროკავშირის დროშა ვინც ჩამოხსნა, ისინი მტრობენ „ქართულ ოცნებას”: ალუდა ღუდუშაური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები