LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 3 თვეში საწვავის ფასი 6-ჯერ შეიცვალა: ფასის ზრდა მომავალშიც მოსალოდნელია

78
shutterstock-680962828

ბოლო სამ თვეში დაახლოებით 6-ჯერ მოხდა საწვავის ფასების კორექტირება, ხუთ-თეთრიანი ნიშნულით. წლის დასაწყისიდან დღემდე, ჩვენს ქსელში საწვავის ფასი გაზრდილია 30 თეთრით“, – ამის შესახებ TV პირველის ეთერში კომპანია „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

ვასილ ხორავას პროგნოზით, საწვავზე ფასი მომავალშიც გაიზრდება. „გვაქვს ნაშთები და ჩვენს ქსელში ფასის მყისიერი ზრდა არ ხდება. ფასი იცვლება ორ კვირაში ერთხელ 3-5 თეთრიანი ნიშნულით, რომ ეს არ იყოს ძალიან შემაწუხებელი“, – აღნიშნა ხორავამ.

მისივე განმარტებით, ამ ვითარებაში საქართველოში საწვავზე ფასის ზრდის მთავარი ინდიკატორია, საერთაშორისო ბაზრებზე ფასის მკვეთრი ზრდა, რომელიც შეიმჩნეოდა 2021 წლის იანვრიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები