სამართალდამცავებმა ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 104 ახალი ადამიანი დააჯარიმეს.
“მაისიდან შესაძლოა დავიწყოთ ზომების ეტაპობრივად მოხსნა” – არჩილ თალაკვაძე
- კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 მოქალაქე დაჯარიმდა.
- საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის წესი სულ 16 მოქალაქემ არ დაიცვა.
- ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 4 ფიზიკური პირი.
- თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
- სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 9 პირი დააჯარიმეს.
შეგახსნებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
საქართველოში 3 ათასი კოლოფი „პლაქველინი“ ჩამოვა – ეკატერინე ტიკარაძე