LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინით 1 568 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 17 261 ადამიანი

71
აცრა-458x257

საქართველოში ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, სულ აცრილია 17 261 მოქალაქე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდვაქცინა 1 568-მა ადამიანმა გაიკეთა.

ქვეყანაში მოსახლეობის აცრა “ასტრაზენაკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.

იმუნიზაციის პროგრამაში თავდაპირველად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ, რომელთაც მოყვა 65 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა. 5 აპრილიდან კი ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ პირები, ასევე დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანარგილი ადამიანები ჩაერთნენ.

მიმდინარე ეპიდემიური მონაცემები საქართველოში დღეს ასე გამოიყურება:

გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 777 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 342 პაციენტი, გარდაიცვალა 9 ადამიანი.