საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 101 415 ადამიანია აცრილი.
Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში, ვაქცინა გაიკეთა 4 233-მა ადამიანმა.
ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.
მოქმედებს ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის ვებპორტალიც.
წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ამ დროის მონაცემებით, პორტალზე დარეგისტრირებულია 97 ათასზე მეტი მსურველი.
დღესვე, 12:00 საათიდან, იწყება რეგისტრაცია მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირდეს “სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას: დღეს მონაცემები ასე გამოიყურება:
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 1 104 და გამოჯანმრთელდა 1 603 პაციენტი.