10 მაისის მონაცემებით, ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 62 447 აცრა ჩატარდა. ბოლო 24 საათში კი 1 089 მოქალაქე აიცრა.
სრულად ვაქცინირებულია 10 852 ადამიანი.
დღესვე, საქართველოში მოქალაქეების “ასტრაზენეკას” ვაქცინის მეორე დოზით იმუნიზაციის პროცესიც დაიწყო.
ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის ვებპორტალზე კი, დღევანდელი მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 83 ათასზე მეტი მსურველი.
წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
მონაცემები მსურველთა რაოდენობის შესახებ ყოველწამიერად იცვლება.