პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 5-მა პაციენტმა დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულების Facebook-გვერდზე ავრცელებს. აქვე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისათვის კლინიკაში სულ 87 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 74 კოვიდინფიცირებულია.
„4 მაისის მონაცემებით თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ მოთავსებულია 87 პაციენტი, აქედან კორონავირუსით ინფიცირებულია 74 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 6 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 76 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საბოლოო მონაცემებზე კლინიკის ხელმძღვანელი მოგვიანებით, ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრებს.