ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით, 22 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან, თბილისში – 11, აჭარაში – 4, იმერეთში – 6, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 521 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამის შესახებ ინფორმაცია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამოვლინდა კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 348 ადამიანი
ცნობისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 2970 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 63650-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2348 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 47390-მდე გაიზარდა.