LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 20 წლის განმავლობაში კორპუსში, რომელიც ჩამოინგრა, მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა – ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი

116
8D17105F-BB56-41F7-A5B8-B994F14A7DCD

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე აცხადებს, რომ ბათუმში, იმ კორპუსში, რომელიც დღეს 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა.

ყველა დაზარალებულ ოჯახს ქირით გავიყვანთ: ბათუმის მერია

როგორც სურმანიძემ აღნიშნა, ბათუმის მერიაში არსებული დოკუმენტაციის თანახმად, 2017 წლის გაიცა ლიფტის მიშენების ნებართვა, რომელიც შენობას გარედან აქვს მიდგმული.

„2016 წლიდან გაცემული ნებართვების შესახებ არსებობს მერიაში რეესტრი, არანაირი ნებართვა არ გაცემულა დაშენებაზე. როგორც არქიტექტორები აცხადებენ, ეს დაშენებული არის დაახლოებით 20 წლის წინ.

იმის თაობაზე, ნებართვით იყო თუ უნებართვოდ, მერიაში, ჩვენთან არსებული დოკუმენტაცია არ მოიძებნება, ამის გარკვევას სჭირდება მოძებნა ცენტრალურ არქივში, რადგან 20 წლის წინანდელი ნებართვების შესახებ მერიაში არ არსებობს ინფორმაცია.

რაც შეეხება ლიფტს, მასზე ნებართვა 2017 წელს არის გაცემული. ლიფტი არის მსუბუქი კონსტრუქცია და იყო მიდგმული შენობის გარედან“,- განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

ნანგრევებში 5-ზე მეტი ადამიანია, მათ შორის 3 ბავშვია – რას ყვება თვითმხილველი

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ნაწილი დღეს დილით ჩამოინგრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში მიემგზავრება შინაგან საქმეთა მინისტრი. ვახტანგ გომელაური შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

კორპუსის ჩამონგრევის გამო, ბათუმში ღარიბაშვილიც ჩადის.

პრემიერი: ბათუმში დღესვე გავემგზავრები, ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები