LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 2 წლის განმავლობაში, მინდელის და ძიძიგურის შახტებში 11 ადამიანია დაღუპული

251

ტყიბულში მდებარე მინდელის და ძიძიგურის შახტებში,  გასული წლისა და მიმდინარე წლის მონაცემებით, 11 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ავრცელებს.

მათვე ცნობით, ამ სტატისტიკაში შედის დღეს მინდელის შახტაში ექვსი ადამიანის დაღუპვაც.

ტყიბულში მდებარე მინდელისა და ძიძიგურის შახტები კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის.

რაც შეეხება სამუშაო ადგილებში დაღუპულ მუშებს,  გასულ წელსა და მიმდინარე წლის განმავლობაში 59 ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, პროფკავშირების მონაცემებით, ამავე პერიოდში ორი ადამიანი დაიღუპა ჭიათურის მაღაროში.