LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 2-3 დღის მანძილზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ „მესამე ტალღის“ პიკმა გადაიარა: თენგიზ ცერცვაძე

128
ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „ბოლო 2-3 დღის მანძილზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ „მესამე ტალღის“ პიკმა გადაიარა“. ცერცვაძე იმედოვნებს, რომ შემდეგი 2 კვირის მანძილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილური იქნება.

ბოლო 2-3 დღის განმავლობაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ. როცა შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრია, ბევრ შემთხვევას მეტი სიკვდილიანობა ახლავს. პროპორციულად, ყველა დადასტურებული შემთხვევიდან, თუ გარდაცვალების პროცენტს ავიღებთ, ეს საქართველოში იყო დაბალი და რჩება დაბალი.

თუ ზაფხულში შევალთ შედარებით სტაბილური მდგომარეობით და ზაფხულს მასობრივი ვაქცინაციისთვის გამოვიყენებთ, ამ წლის ბოლოს გაცილებით უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

დადებითობის მაჩვენებელი 4.11%, დაინფიცირდა 1 160 პირი და გარდაიცვალა კიდევ 20 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

თენგიზ ცერცვაძემ სეზონურ ვირუსებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წინა სეზონზე საქართველოში სეზონური გრიპის ვირუსი არ იყო. ცერცვაძე ვარაუდობს, რომ სეზონური გრიპის ვირუსის პრევენცია, სავარაუდოდ, კორონავირუსის პრევენციისათვის დაწესებულმა ზომებმა, კერძოდ პირბადის ტარებამ და სხვა შეზღუდვებმა განაპირობა.

წინა სეზონზე, შემოდგომის, ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში ყველაზე ხშირი სეზონური გრიპის ვირუსი პრაქტიკულად საქართველოში არ იყო. ეტყობა იმ პრევენციულმა ზომებმა, რომელსაც კოვიდისთვის ვიღებდით, მათ შორის პირბადემ, შეზღუდვებმა, გრიპის ვირუსის პრევენცია მოახდინა. გრიპის ვირუსი პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა არც საქართველოში, არც ევროპაში. ახლა ისეთი პერიოდი მოდის, როდესაც სეზონური ვირუსის ცირკულირება, მხედველობაში მაქვს რესპირაციული ვირუსები, ისედაც ძალიან დაბალია“, – განაცხადა ცერცვაძემ.