2022 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 5.1 ლარით გაიზარდა და 231.3 ლარი შეადგინა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2022 წლის თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 34.1 ლარით არის გაზრდილი. 2021-ის თებერვალში საარსებო მინიმუმი 197.2 ლარს შეადგენდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, თებერვალში იანვართან შედარებით, 0.5 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 200.4 ლარის ნაცვლად, 204.9 ლარი გახდა.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული, რადგანაც თებერვალში ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი – 13.7%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.