LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 1 წელში, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 32 ლარით გაიზარდა

68
450405bad7f289742ed44c975a5d601f-XL

ბოლო 1 წელში, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 32 ლარით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 216.3 ლარი შეადგინა, 4.7 ლარით ნაკლები აგვისტოსთან შედარებით. თუმცა, წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 32.3 ლარით არის გაზრდილი.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის 191.6 ლარით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 28.6 ლარით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, საქსტატის მიერ დღეს წარმოდგენილ ანგარიშს არ ახლავს ოჯახის სულადობრივი საარსებო მინიმუმი, რომელსაც ორგანიზაცია 2021 წლამდე აქვეყნებდა.

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია და მასში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა ხარჯები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები