გვიან ღამით მომხდარ ბიძგებს საშუალო კლასის მიწისძვრად აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე.
სპეციალისტის თქმით, ბოლო ერთი წელია მიწისქვეშა ბიძგების მხრივ ბოლო 1 წელია ჯავახეთის ქედი ძალიან აქტიურია.
“აქ ფონური სეისმურობაც გაზრდილია, ბიძგების მონიტორინგს ვაწარმოებთ და მიყოლებით ხდება საშუალო და შედარებით დაბალი ხარისხის მიწისძვრები.” – აცხადებს თეა გოდოლაძე.
მიწისძვრა საქართველოში გვიან ღამით, 23:35 წუთზე, ჯავახეთის ქედთან დაფიქსირდა. სიმძლავრემ 5.2 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქშიც.
ეპიცენტრული ზონა ამ მიწისძვრის იგივეა, რაც 13 თებერვლის მიწისძვრის, ამ შემთხვევაში მაგნიტუდა არის 5.2 საშუალო კლასის მიწისძვრაა, ეს არ არის ძლიერი მიწისძვრა,” – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძემ.