LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისში სამელიორაციო ინფრატსრუქტურის რეაბილიტაცია იგეგმება

47

ბოლნისში სამელიორაციო ინფრატსრუქტურის რეაბილიტაცია იგეგმება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გოჩა ცოფურაშვილის და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის ლევან დვალის მორიგი სამუშაო შეხვედრა რეგიონის  გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან.

რეგიონის საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ სამელიორაციო ინფრატსრუქტურის რეაბილიტაცია ადგილობრივ ხელისუფლებებთან მჭიდრო თანამშრომლობით იგეგემება.  ამასთან დაკავშირებით შპს „საქართველოს მელიორაციის“  გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა და კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონის დირექტორმა, ზვიად მანდარიამ, შეხვედრის ფარგლებში რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის და დაგეგმილ პროექტების პრეზენტაცია წარმოადგინეს.

საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა,   მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებთან ერთად, ისაუბრა  ბოლნისში განსახორციელებელ პროექტზე, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება. მან დამსწრე საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია  იმ პროექტების შესახებ, რომელსაც კომპანია საკუთარი ტექნიკითა და ძალებით განახორციელებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ  აღნიშნა, მელიორაცია ერთ-ერთი განსაკუთრებული მიმართულებაა სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. დიდი სამუშაოებია ჩატარებული მთლიანად ქვემო ქართლში.

მისი თქმით, მნიშნელოვანია შემდგომში ასოციაციების ჩამოყალიბება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები