ბოლნისში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც “ფორტუნას” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
“ტვ პირველის” ცნობით, ცხედარი ახლობელმა 19 დეკემბერს, წყლის არხში იპოვა.