ბოლნისის მუნიციპალიტეტში 35 წლამდე ბიჭის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ცნობით, მოკლულს მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.