LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერიას პარტია ვიღას დაკარგვია, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი რატომ უნდა მოაწეროს? – ალეკო ელისაშვილი

124
aleko bokeria

„მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი უნდა მოაწეროს.

მისივე თქმით, გაურკვეველია, გიგა ბოკერიას პარტიამ ხელი რატომ უნდა მოაწეროს მიშელის დოკუმენტს.

„გიგა ბოკერიას პარტია ვიღას დაკარგვია, ხელი რომ მოაწეროს, რა უნდა ქნან? ვინც მათი სიით გავიდა, თითქმის ყველა პარლამენტშია და დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ბოკერიამ გინდ მოაწეროს ხელი, გინდ არა, შემდეგ რას იზამს, რომელ რეფორმას გაატარებს? პარლამენტის ტრიბუნასთან გამოვა? ბოკერია ხელს მოაწერს თუ არა, ამას აზრი არ აქვს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმებაზე ხელის მოწერა მოუწევს, რადგან რამდენი ვიზიტიც ექნებათ, იმდენჯერ უხერხულში იქნებიან და თავჩაქინდრული, რადგან არანაირი არგუმენტი არ აქვთ. სინამდვილეში, ყველაზე დიდი სარგებელი ამ დოკუმენტიდან მათ აქვთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები