LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია მიიჩნევს, რომ კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

556
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (81)

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.

როგორც მან თბილისში მიმდინარე უკრაინელების მხარდამჭერ აქციაზე  ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, როგორც ირკვევა, ვაკის პარკში, შადრევნის პროექტის ჩაბარების დროს აშკარა იყო დანაშაულებრივი დაუდევრობა.

„რა თქმა უნდა, უნდა გადადგეს. მინიმუმ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გავიგეთ ამ კომპანიის რეპუტაციაზე.

ასევე იმ პრაქტიკით დაწყებული, რომელიც მერიაში “ქართული ოცნების” პირობებში არის გავრცელებული, რომ რეპუტაციას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა არ აქვს ცუდად შეასრულე თუ არა სამუშაო, იყავი თუ არა ბრალდებული, ამის მიუხედავად საფუძვლიან ეჭვზე დაყრდნობით, ნეპოტისტური, ან პოლიტიკური კორუფციის გამო ხდება ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობის გაგრძელება.

თავი რომ დავანებოთ იმ ასპექტს, რომ როგორც ახლა ირკვევა, ჩემი აზრით, ჩაბარების დროს აშკარა იყო დანაშაულებრივი დაუდევრობა. ასეთ დროს არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე პოლიტიკური, რომელსაც წვლილი მიუძღვით ამ კლიმატის შექმნაში“, – აღნიშნავს ბოკერია.

„გრინსერვის+“-ის კონტრაქტორი კომპანია – „შავ სიაში მოხვედრა და ერთი რაღაცა დანაშაული იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შიმშილით მოვკდე და აღარ ვიმუშაო?“

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო IPN

ამავე თემაზე:

“ის ბავშვი მინდა ცოცხალი იყოს და თუნდაც მე დავრჩენილიყავი შიგნით” – რას ამბობს მებაღე რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

“მოგწერენ მარიტა, გოგო-ბიჭები და მუდამ საამაყო ექნებათ ის, რომ ერთი ბროწეულყვავილა ყოველდღე უღიმოდათ” – თიკო ჩხეიძე

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები