Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ბოკერია კეზერაშვილზე: „ვინც მის კარნახს არ დაემორჩილება, მისი მარიონეტების სამიზნე ხდება, ეს არის ოლიგარქობის ამბიცია“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია კეზერაშვილზე: „ვინც მის კარნახს არ დაემორჩილება, მისი მარიონეტების სამიზნე ხდება, ეს არის ოლიგარქობის ამბიცია“

136
ფორტუნა - 2023-04-04T131145.738

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ყოფილი  ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ „ეს არის ზუსტად ის, რაც მერე ოლიგარქიად იქცევა ხოლმე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ“.

„პრობლემაა, როდესაც სერიოზული გავლენის მქონე დონორი, ამბიციას და მადას გამოავლენს, რომ პოლიტიკურ ინტრიგებში რესურსების საშუალებით უკარნახოს პოლიტიკურ ძალებს როგორ მოიქცნენ და თუ მას აქვს ექსკლუზიური გავლენა ბევრ რამეში ან მიახლოებული, ეს არის ზუსტად ის, რაც მერე ოლიგარქიად იქცევა ხოლმე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, ამაზე უნდა ვისაუბროთ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებსაც გვაერთიანებს რაღაცები (მაგალითად, პროდასავლური კურსი). პოლიტიკურ წესებზე ახლავე თუ არ მოხდა ზღვრების გავლება, ეს მერე კი არ გაქრება, როცა ძალაუფლება მოვა. ეს გამოცდილება ვარდების რევოლუციის შემდეგ გვაქვს და ყველამ ვიცით, რომ ძალაუფლებაში მოსვლამდე, თამაშის წესები უნდა იყოს გარკვეული“. – წერს გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე:

კეზერაშვილი: აბსოლუტურად უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ მე და ჩემი ოჯახი დღეს ვართ დევნილობაში

„მელია რაღაცაზე გაბრაზდა და გამოაცხადა, რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა” – დავით კეზერაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები