„ახლა ყველაზე მოკლე გზა არის იმხელა უპირატესობის მოპოვება 2024-ში, რომ იყოს ის ატმოსფერო, რომელიც იყო უკრაინაში მაიდნის დროს, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმაზე საუბარი, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, არის ივანიშვილის რეჟიმზე წყლის დასხმა.
„მეც ვუშვებ და დიდ საფრთხეს ვხედავ, რომ ამ ტიპის რეჟიმმა კვლავ გასწიოს წინააღმდეგობა და სცადოს არმიღება საარჩევნო მარცხის. ჩვენ ვნახეთ 2020 წელს, რომ მანიპულაციებით მოგებულმა წაგებული შეცვალა. ეს სრულად რეალისტურია, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ყველაზე უფრო მოკლე გზა, ახლა როგორც ჩანს, არის იმხელა უპირატესობის მოპოვება 2024-ში, ბევრად მეტის, ვიდრე 2020-ში იყო, რომ ამის გაკეთება იყოს ძალიან ძნელი. თუ მაინც გარისკავს, მაგ მომენტისთვისაც უნდა იყოს ის ატმოსფერო, რომელიც იყო უკრაინაში მაიდნის დროს. ეს არ არის სასურველი, მაგრამ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. თუ არ ვიქნებით მზად, ახლავე საუბარი, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, არის პირდაპირი გაგებით ჩვენი ქვეყნის მომავლის მტრის წისქვილზე, ივანიშვილის რეჟიმზე წყლის დასხმა. და ჩვენ, ევროპული საქართველო ამის საწინააღმდეგო კამპანიას ვეწევით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში.