LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოიკოტის მიუხედავად, ენმ საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს

113
ხატია დეკანოიძე

პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ფრაქცია საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტს არ შეწყვეტს და მონაწილეობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მიიღებს.

„ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მივიღებთ მხოლოდ კენჭისყრაში მონაწილეობას, რომელიც გულისხმობს სრულად პროპორციულ საპარლამენტო სისტემას.

ჩვენი საპარლამენტო ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში, ეს საჯაროდ გვაქვს გაცხადებული.

მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, რომ მალე გამოიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებები, მალე დაიწყოს მომზადება ამასთან დაკავშირებით“, – გან-ცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ლელომ“ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი უკვე შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ბოიკოტირების მიზეზად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინკაში არგადაყვანას ასახელებდა და ამ ფორმით პროტესტს გამოხატავდა.