„ბოინგმა“ ისტორიაში ყველაზე გრძელი ლაინერი შექმნა. უზარმაზარი სამგზავრო თვითმფრინავის Boeing 777x-ის პრეზენტაცია ქალაქ ვაშინგტონის სიახლოვეს მდებარე ევერეტის ქარხანაში შედგა. სიახლე ცნობილ 747-ზე უფრო გრძელი გამოვიდა და მისი სიგრძე 77 მეტრია. ხომალდის სიგანე კი 72 მეტრს აღწევს.
იმისათვის რომ უზარმაზარი ლაინერი ქარხანაში დატეულიყო, კომპანიამ დასაკეცი ფრთების ტექნოლოგია გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ე.წ. დასაკეცი ფრთებით აქამდე მხოლოდ სამხედრო ავაციაში თუ სარგებლობდნენ. ახალმა ბოინგმა ორი ძრავი მიიღო და ის 400-425 მგზავრზეა გათვლილი. და რაც ყველაზე მთავარია, სალონში ადგილები ისეა განთავსებული რომ ბორტზე მყოფი ადამიანები თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობენ.
საინტერესოა, რომ „ბოინგმა“ ახალი ლაინერის მშენებლობას 1 მილიარდი დოლარი მოახმარა.