ორმა უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ, Boeing-მა და Ford-მა რუსეთში მუშაობა შეაჩერეს. ისინი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია.
კომპანია Boeing-მა აღნიშნა, რომ აღარ გაუწევს ტექნიკურ მხარდაჭერას და შეწყვეტს რუსული თვითმფრინავებისთვის ნაწილების მიწოდებას.
ფორდი, რომელსაც რუსეთში სამი კომპანია აქვს, ქვეყანაში საქმანობას განუსაზღვრელი დროით აჩერებს.
გარდა ამისა, კომპანია 100 000 აშშ დოლარს გადაურიცხავს საერთაშორისო ფონდს, Global Giving Ukraine Relief Fund-ს, ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებული უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: