“ბოდიშს ვიხდი არაკორექტულობისთვის ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის წინაშე”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.
“მინდა რომ ეს მდგომარეობა საქართველოში, რომელიც ფაქტობრივად ფსიქოზურად არის შეფასებული, მე ასე ვაფასებ უნდა დამთავრდეს… ის, რაც მოხდა, ამაზე მინდოდა რეაგირება იმ დღესვე, რაზეც მეორე დღეს გავაკეთე რეაგირება, მაგრამ ისეთი რამ დამხვდა ფეისბუქზე, წყევლა ბავშვებზე, მშობლების საფლავების ტრიალი, გასცდა ყოველგვარ ზღვარს. ამიტომ დაველოდე რათა არ ყოფილიყო მერე ნათქვამი, რომ შეეშინდა და ამიტომ მოხსნა. მეორე დღეს დავწერე, რომ არ არის სწორი ემოციურ ფონზე დაწერილი რაღაც და როგორ დავწერდი მეორე დღეს. იქ არ იყო უხეშობა. ვფიქრობ, რომ ყველამ ყველას უნდა მოვუხადოთ ბოდიში. მე გამოვთქვამ ძალიან დიდ წუხილს გამოვთქვამ, იმის გამო, რომ ემოციებმა მოახდინეს ჩემზე გავლენა და დავწერე ის, რაც დავწერე… ბოდიშს ვიხდი არაკორექტულობისთვის ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის წინაშე“.
იდიოტები ხართ ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! – “ქართული ოცნების” წევრი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებს
ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს “პროვოკატორები”, “იდიოტები” უწოდა და აგინა.