LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოდიშს გიხდით, რომ პუტინის პროპაგანდის მჯეროდა, მაპატიეთ“ –  რუსი მსახიობი ალექსეი პანინი უკრაინელებს მიმართავს

4093
size20345

ცნობილი რუსი მსახიობი, ალექსეი პანინი, რომელიც პუტინის საყვარელ მსახიობად ითვლებოდა, ამჯერად უკრაინის მხარდამჭერი განცხადებით გამოდის. მეტიც, ის ამბობს, რომ ამ დრომდე პუტინის პროპაგანდის ტყვე იყო და ახლა აზრი შეიცვალა. პანინი ბოდიშს იხდის ყირიმის თემაზე გაკეთებული განცხადებების გამო და ამჯერად უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„ინსტაგრამზე“ მას თავის გამომწერებს ესპანეთიდან მიმართა და ანტირუსულ აქციაში მონაწილეობა დააანონსა:

„მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ პუტინის პროპაგანდის მჯეროდა. პუტინი რუსეთი არაა, ეს მსოფლიომ უნდა გაიგოს“,– განაცხადა ალექსეი პანინმა.

საინტერესოა, რომ ალექსეი პანინი თანამედროვე რუსული კინოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავია, მის ანგარიშზე 100-მდე კინოსურათი და სერიალია.

ვიდეო: „ჩემი ქვეყანა შეიშალა“ – ანდრეი მაკარევიჩი რუსეთ-უკრაინის ომს სიმღერას უძღვნის

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები ითხოვენ, მაქსიმ გალკინს და ბორის გრებენშიკოვს ყველა სახელმწიფო ჯილდო ჩამოერთვათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები