ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე, რომლის დაუშრეტელმა ენერგიამ, საოცარმა სცენურობამ და განსაკუთრებულმა მუსიკალურმა ნიჭიერებამ მსოფლიო აალაპარაკა, ამერიკულ Voice-ში ბოლო გამოსვლის ვიდეოს აქვეყნებს და საკუთარ შეფასებებსა და ემოციებს გვიზიარებს.
„ბოდიშს გიხდით მეგობრებო, მაგრამ მე უბრალოდ ვამაყობ ჩემი თავით“ – წერს ნინი და ვიდეო კადრებში ჩანს ემოციები მისი შესრულების მოსმენისას.
ცნობისთვის, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა პროექტ Voice-ის ყველა დაბრკოლება წარმატებით გაიარა, 12 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა და მსოფლიოც აალაპარაკა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ქართველ არტისტს, რომელიც Playoff-ების ეტაპზე Top 3-ში მოხვდა მორიგ ვრცელ სტატიას „NBC News“ უძღვნის და წერს, რომ ნინის ხმას თანდაყოლილი ძალა აქვს, რომლის დამალვაც შეუძლებელია.
სტატიის ავტორი, პროექტში ნინის განვლილ გზაზე გვიყვება და ამასთან, ნინის მწვრთნელისა და ჟიურის სხვა დანარჩენი წევრების ემოციებს გვიზიარებს.