LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოდიშს და სინანულს უნდა ჰქონდეს აზრი ამ ქვეყანაში…წლების წინ გავიგე, რომ მეეზოვედ მუშაობდა, ჩემი მხარდაჭერა ბედნიერ მეეზოვეს: ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ მაყაშვილზე

301
Untitled design

მსახიობ თამარ მაყაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, საზოგადოების ნაწილის რეაქციას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება და თამარ მაყაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა

რაც შეეხება, ბათუმის თეატრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც მსახიობი მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა, ჟორჟოლიანის თქმით, „როცა თეატრი ნუკრი ქანთარიას ხელშია, ჩამოხრჩობა და დახვრეტა უფრო ლოგიკური განაჩენია“.

მე გამწირეთ, მაგრამ არ გამოვიდა, საზოგადოების 80%-მა პროცენტმა არ გაიზიარა! რისთვისაც მადლობელი ვარ მათი! – თამარ მაყაშვილი ჟურნალისტს მიმართავს

„წლების წინ გავიგე რომ მეეზოვედ მუშაობდა და გადაცემაში გადავიღეთ მისი პორტრეტი. დილის 6 საათზე, როცა თბილისს ნარჩენებისგან ასუფთავებდა, ისეთ როლში იყო, ისე იხდენდა ფორმას, სამსახურს. ისე მოსწონდა რასაც აკეთებდა მას შემდეგ სადაც არ უნდა ვნახო, რომელ ეთერშიც, ბედნიერი მეეზოვე მახსენდება.

ბოდიშს და სინანულს უნდა ჰქონდეს აზრი ამ ქვეყანაში, მაგრამ როცა თეატრი ნუკრი ქანთარიას ხელშია, ჩამოხრჩობა და დახვრეტა უფრო ლოგიკური განაჩენია.

ჩემი მხარდაჭერა ბედნიერ მეეზოვეს, Tamara Makashvilis“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისათვის, თამარ მაყაშვილმა გადაცემაში შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: „არასდროს ვაცმევდი ამათ სულელურ კაბებს და იმ დღეს გავიხედე, კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაც საშინელი ბეშუმური კაბა“. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, თამარ მაყაშვილმა ბოდიში მოიხადა.

ამავე თემაზე:

თამარ მაყაშვილი: „ჩემო კარგებო! ნუ დავადანაშაულებთ თეატრს გლობალურად! მე დასი გვერდში მიდგას და თავის სათქმელსაც იტყვის!“

ნატო დუმბაძე თამარ მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს: „გაოგნებული ვარ მართლა, არ გამიკვირდება, კოცონი დაანთონ და დაწვან…“

„დავხვრიტოთ ბარემ, ან გავაციმბიროთ…“ – როგორ ეხმაურებიან მანანა მანჯგალაძე და განო მელითაური თამარ მაყაშვილის სპექტაკლებიდან მოხსნას

მაიკო კაჭკაჭიშვილი: ვისაც ვინმეზე არ დაგიცინიათ, პირველი ქვა თქვენ ესროლეთ თამარ მაყაშვილს, არ იცით, რომ რაც თავში მოსდის, ეგრევე ლაპარაკობს და ხუმრობს? არ იცით, რომ ბოროტი ქალი არ არის?

“ჩემი სოლიდარობა თამარ მაყაშვილს! უსამართლობაა რაც ახლა მის წინააღმდეგ ხდება” – ანდრია გველესიანი

ინგა გრიგოლია: „ეს რომ არ დავწერო, შანსი არაა რა! მძაგს და საშინლად მანერვიულებს ადამიანების კოლექტიური ჩაქოლვა!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები