„ბოდიში აქვს ყველა იმ ადამიანს მოსახდელი, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და “ბახალას” ნარკოტიკი ჩაუდეს. დაუმსახურებლად სასამართლოს ქვები და პოლიციას ტალახი ესროლეს,“ – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა, გააკეთა.
ვანო ზარდიაშვილის თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს არასამართლიანად აკრიტიკებენ.
„რეიტინგულ ტელეგადაცემებში სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებდნენ. შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული ნარკოდანაშაულებრივიჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობა დაახლოებით 10 000 ადამიანის მოსაწამლი ნარკოტიკი შემოჰქონდათ საქართველოში. სამწუხაროა, ასევე ასეთი ადამიანის შეწყალება მოხდა პრეზიდენტი მარგველაშვილის მხრიდან და საზოგადოება ელოდება პასუხს ამ საკითხზე, ეს იყო ერთეული შეცდომა თუ მსგავს შეცდომებს კიდევ უნდა ველოდეთ შეწყალების საკითხებში,“ – განაცხადა ზარდიაშვილმა.
პარლამენტის წევრი „თეთრ ხმაურსა” და პლატფორმას, რომლებიც ნარკოპოლიტიკის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები, მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.