ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც თეთრიწყაროში ე.წ. ექიმების კლასტერის კონტაქტია.
ინფექციონისტ ეკა ჭოლაძის ინფორმაციით, კლინიკას დღეს ჰყავს ახალი შემთხვევა, 79 წლის ქალი, რომელიც თეთრიწყაროში ე.წ. ექიმების კლასტერის კონტაქტია.
” გვყავს ახალი დადასტურებული შემთხვევა, 79 წლის ქალბატონი თეთრიწყაროს რაიონიდან, მისი მდგომარეობა არის ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმის. პაციენტი არის ასაკოვანი, ჩივილებს ნაკლებად წარმოადგენს, თუმცა ასაკით გათვალისწინებული არის რიგი ცვლილებები. გაკეთებულია კვლევა, ველოდებით პასუხებს. გამოჯანმრთელებული პაციენტი ამ ეტაპზე არ გვყავს. კვლევაში ამ ეტაპზე ვრთავთ ერთ პაციენტს, დანარჩენი შემოსულები ჩაერთვებიან დილით“, – განაცხადა ეკა ჭოლაძემ.
ამ ეტაპზე ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტი მკურნალობს.