Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ბოჭორიშვილის კლინიკაში 6 ახალი პაციენტი მიიღეს: ერთის მდგომარეობა მძიმეა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკაში 6 ახალი პაციენტი მიიღეს: ერთის მდგომარეობა მძიმეა

98
bochorishvilis-klinika (1)

ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროის მონაცემებით 43 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 10 მოზარდია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ისაუბრა.

მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, 18 წლამდე მოზარდებთან ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. კლინიკაში 6 ახალი პაციენტი მიიღეს, მათ შორის 3 მოქალაქე ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 3 კი საკარანტინე სივრციდან არის გადაყვანილი. რეანიმაციაში ორი პაციენტი იმყოფება.

„ბოლო 24 საათში გვყავს ექვსი ახალი პაციენტი, სამი მათგანი ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, სამი კი, კარანტინის სივრციდან არის გადმოყვანილი. ერთის გარდა, ახალი პაციენტებიდან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნული ერთი პაციენტი თავიდანვე მძიმე იყო და რეანიმაციაში მოთავსდა“ – განაცხადა მაკა  სოლოღაშვილმა.

კიდევ 6 ახალი შემთხვევა: საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 701-მდე გაიზარდა

დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში ოთხი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, მათ საკონტროლო კვლევა ჩაუტარდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები