LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკას დღეს 5 გამოჯანმრთელებული ტოვებს, მათ შორის 2 მოზარდია

112
bocho

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, კლინიკიდან დღეს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, მათგან 3 მოზრდილი და 2 მოზარდია. ამის შესახებ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ სამდიცინო დაწესებულებაში ამ დროისათვის სულ 55 პაციენტია, მათგან 45 კოვიდინფიცირებულია. კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 7 პაციენტი მკურნალობს. სოლოღაშვილის ინფორმაციით, საავადმყოფომ ერთი ახალი პაციენტი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მიიღო.

„ბოქსირებულ სექტორში 55 პაციენტია, მათგან Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 45. კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 7 მოზარდია. გვაქვს 5 გამოჯანმრთელების შემთხვევა. მათგან 3 მოზრდილი და 2 მოზარდი. გვყავს ერთი ახალი პაციენტი, რომელიც დადასტურებული დიაგნოზით მცხეთის საავადმყოფოდან არის გადმოყვანილი. ის მცხეთაში მკურნალობდა, თუმცა როგორც ვიცით, ის ცხინვალიდან გადაიყვანეს. ასაკოვანი მამაკაცია. მისი მდგომარეობა საყურადღებოა. კვლავ საყურადღებოა 4 პაციენტის მდგომარეობა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება ექთანს, რომელიც თეთრიწყაროდან გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.