ამერიკელმა მუსიკოსმა ბობი ბრაუნმა მეუღლის, უიტნი ჰიუსტონისა და მათი ქალიშვილის, ბობი-კრისტინას ბურუსით მოცული გარდაცვალების გასარკვევად ცნობილ მედიუმს, ტაილერ ჰენრის მიმართა. ინსაიდერის თქმით, ბრაუნი ტაილერთან ურთიერთობის მერე დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო, რადგან მან მისი მეუღლისა და ქალიშვილის შესახებ ისეთი ფაქტები უთხრა, რაც არავინ იცოდა.
„ტაილერმა ბობის აცნობა, რომ უიტნი ქალიშვილს ელოდებოდა და ახლა როგორც იქნა, ერთად არიან“, – განაცხადა წყარომ შეხვედრის შესახებ. დედა-შვილის გარდაცვალების დეტალების შესახენ ინფორმაცია ფართო მასებისთვის არ გაჟღერებულა.
შეგახსენებთ, რომ უიტნის გვამი სასტუმროს ნომერში იპოვეს. მომღერლის სისხლში ნარკოტიკი აღმოაჩინეს, თუმცა მისი გარდაცვალება თვითმკვლელობა იყო თუ შემთხვევითობა, ამ დრომდე უცნობია. ხუთი წლის შემდეგ, საკუთარი სახლის აბაზანაში მისი ქალიშვილი, ბობი-კრისტინა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მის სისხლში ტოქსიკური ნივთიერება აღმოაჩინეს. გოგონა რამდენიმეთვიანი კომის შემდეგ, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. რამ გამოიწვია მისი სიკვდილი, ასევე ამ დრომდე უცნობია.