LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბობ მარლის ბიოპიკმა შიდა შემოსავლით ელტონ ჯონისას აჯობა

130
Untitled

რეინალდო მარკუს გრინის ბიოპიკმა ბობ მარლიზე, შიდა კინოგაქირავებაში, ელტონ ჯონის შესახებ გადაღებულ დექსტერ ფლეტჩერის 2019 წლის ბიოგრაფიულ ფილმს გადაასწრო.

იამაიკელი ლეგენდის ცხოვრებასა და კარიერაზე დაფუძნებულმა კინოსურათმა, რომელშიც 36 წლის ასაკში გარდაცვლილ არტისტს, კინგსლი ბენ-ადირი განასახიერებს, ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე, 96.6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. შედეგად, Bob Marley: One Love-მა ,,ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან მუსიკალურ ბიოპიკებს” შორის Rocketman-ს მეხუთე ადგილი ჩამოართვა. ,,როქეთმენის” შემოსავალმა შიდა ბაზარზე 96.4 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამ დროისთვის, თემატურ რეიტინგში მეოთხე ადგილს ჯონი ქეშის, მესამეს ელვის პრესლის, მეორეს ჰიპ-ჰოპ ბენდის – N.W.A, ხოლო პირველს – ,,ქუინის”, მეტწილად კი მისი ვოკალისტის, ფრედი მერკურიზე ორიენტირებული, მუსიკალური ბიოპიკები ინაწილებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები