65 წლის ქალბატონი გრინვიჩიდან ლეგენდარულ არტისტს, 81 წლის ბობ დილანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. სარჩელში ნათქვამია, რომ 1665 წელს, როდესაც დილანი 23 წლის იყო, გოგონა კი სულ რაღაც 12 წლის, მან ის თავის სახლში წაიყვანა, მას ნარკოტიკებისა და ალკოჰოლური სასმელის მიღებას აიძულებდა და მასზე სექსუალურად ძალადობდა.
მას შემდეგ 56 წელი გავიდა და დაზარალებული ქალბატონის თქმით, მას დღემდე დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. ჯერჯერობით მომღერლის მხარეს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა გამოძიების პროცესი უკვე დაწყებულია.
„უმსხვილესი ხელშეკრულება“ – ბობ დილანმა 3000 მილიონი დოლარის ღირებულების მუსიკალური კატალოგი გაყიდა