ლეგენდარულმა მუსიკოსმა, რობერტ ალენ ციმერმანმა, სასცენო ფსევდონიმით, ბობ დილანი, 8-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი კომპოზიცია, Murder Most Foul ჩაწერა.
11 „გრემის“, „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელმა, 79 წლის მუსიკოსმა ახალი, 17 წუთიანი ნამუშევარი აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ დაწერა.
შეგახსენებთ, ბობ დილანი როკ-ენ-როლის, მინესოტას, ნეშვილისა და სიმღერების ავტორების დიდების დარბაზების წევრია. 2008 წელს მან „პულიცერის“ პრემია მიიღო. 2012 წელს ბარაკ ობამამ ის თავისუფლების მედლით დააჯილდოვა. 2016 წელს კი „ნობელის“ პრემის მიენიჭა.