წლის ბოლო მოახლოვდა და მუსიკალურ ინდუსტრიაში დიდი შეჯამებების დროც დადგა. ამჯერად 2020 წლის საუკეთესო ალბომებსა და სინგლებს გთავაზობთ, რომელშიც ისეთი ცნობილი არტისტები მოხვდნენ, როგორებიც ბობ დილანი, დუა ლიპა და ტეილორ სვიფტი, ლედი გაგა, არიანა რანდე და სხვები არიან.
თუმცა, აღსანიშნავია რომ ამ წლის შეჯამების მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ კარგად ნაცნობ არტისტებს შორის არც თუ ისე ცნობილი მუსიკოსები და მათი ნამუშევრები მოხვდენენ, რაც შესანიშნავ საშუალებას იძლევა, ახალ მუსიკალურ პროდუქტს გავეცნოთ.
მოკლედ სიახლეების დროა – გთავაზობთ 2020 წლის საუკეთესო ალბომებსა და სინგლებს, რომლესაც „ბიბისი“ ავრცელებს
10. Chloe x Halle – Ungodly Hour
9) Bob Dylan – Rough And Rowdy Ways
8) Haim – Women In Music Pt. III
7) Perfume Genius – Set My Heart On Fire Immediately
6) Waxahatchee – Saint Cloud
5) Run The Jewels – RTJ4
4) Dua Lipa – Future Nostalgia
3) Taylor Swift – Folklore
2) Phoebe Bridgers – Punisher
1) Fiona Apple – Fetch The Bolt Cutters
რაც შეეხება 2020 წლის საუკეთესო სინგლებს, ხუთეულში ნამდვილად წლის ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი სინგლები მოხვდა, რომლებმაც უკვე არაერთი რეკორდი დაამყარეს.
ათეულის მოწინავე პოზიციაზე Cardi B-ისა და Megan Thee Stallion-ის სკანდალუი სიმღერა WAP განთავსდა, მოერე ადგილზე Megan Thee Stallion მოხვდა ოღონდ უკვე ბიონსესთან დუეტით. christine and the queens სიმღერით people i’ve been sad საპატიო მე-3 პოზიციაზეა. ლედი გაგასა და არიანა გრანდეს დუეტი Rain On Me მეოთხე პოზიციაზე გავიდა. The Weeknd-ის სიმღერამ Blinding Lights მე-5 პოზიცია დაიკავა.