LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW ყველაზე ეკოლოგიური აღმოჩნდა

71

უმსხვილესმა ევროპულმა საავტომობილო კლუბმა ADAC-მ მეცამეტედ გამოსცადა ავტომობილები და მათ შორის ყველაზე ეკოლოგიურები გამოავლინა. წელს ექსპერტებმა ტესტები გაამკაცრეს. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებების გამოცდა არა მხოლოდ სპეციალურ ლაბორატორიაში, არამედ საერთო სარგებლობის გზებზეც ხდებოდა. ასეთი ცვლილება სპეციალისტებმა Volkswagen-ის დიზელის სკანდალის შემდეგ მიიღეს.

სულ ცდებში 45 ავტომობილი მონაწილეობდა, ტესტებში ავტომობილებს შეფასება ერთიდან ხუთ ვარსკვლავამდე ენიჭებოდათ. პირველი ადგილი რეიტინგში ელექტროქარმა BMW i3-მა მიიღო, წელს მისი ელემენტი გაუმჯობესდა და დატენვის გარეშე 300 კილომეტრამდე მანძილს გადის.

შემდეგი ადგილები Toyota Prius 1,8 Hybrid Executive-მა და Nissan Leaf Acenta-მ გაინაწილეს. ამ ავტომობილებმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს და მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს.

მეოთხე ადგილი ADAC-ის რეიტინგში უნივერსალმა Skoda Octavia 1,4 TSI G-TEC Style-მა დაიკავა, რომელიც გაზზე მუშაობს. მეხუთე და მეექვსე პოზიციები კი Toyota Yaris Hybride Style-მა და ელექტროქარმა Tesla Model S P90D-მა გაინაწილეს.

პირველ ათეულში ასევე მოხვდა ორი ავტომობილი დიზელის ძრავით: Mercedes E220 d-მ და BMW 118d-მ მეშვიდე და მეცხე ადგილები დაიკავეს, მერვე პოზიცია ბენზინის ძრავიანმა Mitsubishi Space Star 1,2 ClearTec-მა, ხოლო მეათე ადგილი ასევე ბენზინის ძრავიანმა Volkswagen up! 1,0 TSI BMT beats-მა დაიკავა.

რეიტინგის ყველაზე არაეკოლოგიური მოდელი ქროსოვერი SsangYong Korando აღმოჩნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები