კომპანია BMW-მ მულტიმედიური სისტემის iDrive-ის შესაძლებლობების გაფართოებაზე ისაუბრა. კერძოდ, შემოდგომიდან გასართობ კომპლექსში Skype-ის მესენჯერი ჩაემატება, რომელიც კონფერენც-კავშირს პირდაპირ ავტომობილიდან ჩართავს.
მოსალოდნელი ონლაინშეხვედრის შესახებ შეტყობინება მულტიმედიური სისტემის ეკრანზე გაჩნდება, იმისათვის, რომ მძღოლი მოლაპარაკებებში ჩაერთოს, iDrive-ის ერთ ღილაკზე თითის დაჭერა იქნება საკმარისი.
გარდა ამისა, BMW-ს მულტიმედიური კომპლექსი სისტემა Microsoft Exchange-საც მიიღებს, ის კალენდრის, ფოსტისა და კონტაქტების სინქრონიზაციას მობილურებთან და კომპიუტერებთან მოახდენს. აღნიშნული ფუნქციის წყალობით, ავტომობილების მფლობელები ელექტრონულ წერილებს ხმის მართვის სისტემიპთ შეძლებენ.