LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს ახალი მოდელის i8-ის საინტერესო დეტალები

73

პირველი, რაც ყველას აინტერესებს, როცა ახალი სუპერქარის შესახებ სიახლეს გაიგებს, ესაა ფასი, თუ რა უჯდება მის მფლობელს კონკრეტული მოდელის შენახვა ან მწარმოებელს მისი დამზადება. ძირითადად Lamborghini-ს მიერ წარმოებული ავტომობილები გაცილებით უფრო ძვირი ღირს მსოფლიო ავტობაზარზე, ვიდრე სხვა ავტომწარმოებლების მიერ გამოშვებული სუპერქარები და ეს ლოგიკურიცაა, რადგან კომპანიას არ აქვს პატარა ისტორია აღნიშნულ კატეგორიაში მოღვაწეობის.

BMW i8 არის განსხვავებული ყველა სხვა მწარმოებლის ამავე კატეგორიის ავტომობილისგან, გარდა ამისა მოდელის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ფორმა, რა ფორმითაც ის ხალხის წინაშე წარსდგა.

მართალია ხალხს ნამდვილად აინტერესებს, თუ როგორი მატერიალითაა შექმნილი კუპე, მაგრამ არანაკლებ აინტერესებს რეალურად, რას წარმოადგენს ის. როგორ სწრაფად მოძრაობს, ან კომპანია როგორ წარმად სისტემას შემოგვთავაზებს და ა.შ.

თუმცა, რეალურ მნახველთა გაოცების ნახვა ნამდვილად არაა ძნელი, როცა BMW i8-ის პრეზენტაციაზე ხარ. ესაა ავტომობილი, რომელიც ლონდონის ავტოსალონში ყველაზე ღირსშესანიშნავ მოდელად შეფასდა, მისი დამზადების პროცესმა კი არც მეტი არც ნაკლები 2 ბლნ დოლარის ინვესტიცია წაიღო.

გთავაზობთ ფოტოებს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები