გერმანულმა ავტომწარმოებელმა გიგანტმა BMW-მ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვა საკითხს – „რა ფერის მანქანა ვიყიდო?“.
ლას-ვეგასში, ელექტრონიკის შოუზე მან მსოფლიოში პირველი „ფერის ცვალებადი” (colour-changing) მანქანა წარადგინა.
ახალი მანქანა, BMW iX Flow ელექტრონული მელნის, E Ink ტექნოლოგიას იყენებს, რომელსაც, ჩვეულებრივ, ელექტრონულ წამკითხველებში იყენებენ. ამ ტექნოლოგიით მანქანის ექსტერიერი ნაცრისფერ და თეთრ ფერებში გარდაიქმნება.
აღსანიშნავია, რომ მოდელის ფერის მართვა, ტელეფონის აპლიკაციითაა შესაძლებელი. აღნიშნული ტექნოლოგია მზის შუქს იყენებს.