LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW მომავლის ელექტრონულ მოტოციკლეტს შექმნის

180
bmw-moto-news19

კომპანია BMW-მ მოტოციკლეტის ხედვის ახალი კონცეფცია წარადგინა. მომავლის კონცეპტს Motorrad Vision DC ეწოდება და როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, სიახლემ ტრადიციული ბავარიული ელემენტებიც შეინარჩუნა და თან მანევრირების ახალი სტილიც შეიძინა.

კომპანიაში ტექნიკურ დეტალებზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ აკუმულატორი ძრავთან ერთადაა ინტეგრირებული. სისტემის გაგრილებაზე კი ძლიერი ვენტილაცია ზრუნავს და მისი მდებარეობა მოტოციკლეტის მოძრაობასთან ერთად იცვლება.

იმის გარანტია, რომ პროექტი მომავალში სერიული გახდება – არ არსებობს. ბუნებრივია, ეს ნაბიჯი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მისი განვითარება ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები