BMW M2 Competition გინესის რეკორდსმენი გახდა. სპორტქარმა რეკორდი ბუშტების გახეთქვაში დაამყარა. ერთი წუთის განმავლობაში ავტომობილმა 79 ბუშტი გახეთქა, რითაც აშრიტა ფურმანის რეკორდი მოხსნა.
შეგახსენებთ, რომ ცნობილმა მრბოლელმა 2016 წელს 63 ბუშტი გაანადგურა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბუშტების განლაგება სწორი არ იყო და ისინი BMW-ს ლოგოტიპს გამოხატავდნენ, რაც საქმეს ართულებდა. რეკორდის დასამყარებლად სპორტქარი ლაზერული სანიშნით Spyder III Krypton-ით აღჭურვეს. მისი დახმარებით ერთ წუთში 100 ბუშტის გახეთქვაა შესაძლებელი. ავტომწარმოებელს ამ ნაბიჯით ახალი მოდელის დინამიური მასახიათებლებისა და მოქნილობის დემონსტრირება სურდა. M2-ს კაპოტ ქვეშ 3 ლიტრის მოცულობის თვინ-ტურბო S55 ძრავია მოთავსებული. აგრეგატს 410 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია და პირველ ასეულს კი 4,2 წამში კრეფს. და ბოლოს, სპორტქარის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია.
https://www.youtube.com/watch?v=QzJeQOibd5s&feature=youtu.be