LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ X1-ის შედარებით უფრო მოგრძო ვერსია წარმოადგინა

46

გერმანულმა კომპანიამ ქროსოვერის BMW X1-ის განახლებული ვერსია გამოუშვა, რომელიც არამხოლოდ შეცვლილი ფორმით, არამედ ჰიბრიდული მახასიათებლებით იქნა წარმოდგენილი. BMW-ს ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული მოდელი სპეციალურად ჩინური ბაზრისთვის იქნა შემუშავებული.

BMW X1 -ის შემადგენლობა დაკომპლექტებულია 1.5 ლიტრიანი, სამცილინდრიანი ბენზინის ტურბო და ელექტრო ძრავებით. ბენზინის აგრეგატის სიმძლავრე 136 ცხენი ძალას შეადგენს, ხოლო ელექტრო ძრავი 95 სიმლავრით განისაზღვრა. მოდელს გააჩნია იონური ბატარეები, რომლის ენერგო ტევადობაც 10.7 კილოვატ/საათს შეადგენს. ქროსოვერი 100 კმ/სთ სიჩქარეს 7.4 წამში ანვითარებს. მაქსიმალური სიმძლავრე კი ელექტრ ძრავის გამოყენების რეჟიმში 120 კმ/სთ-ს შეადგენს.

BMW X1-ის მოგრძო ვერსია, როგორც აღვნიშნეთ, ჩინური ბაზრისთვისაა განკუთვნილი და 2017 წლის აპრილის თვეში პეკინის ავტოსალონში გამოჩნდება. მოდელის ზომები 80 მილიმეტრით გაიზარდა სტანდარტულ ვერსიაზე და 4520 მმ-ს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები