LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ კუპე M2-ის გაძლიერებული ვერსია წარმოადგინა

94

გერმანულმა ტუნინგ-ატელიემ AC Schnitzer-მა გამარიაჟებული კუპე BMW M2 წარმოადგინა. სპორტქარმა ნახშირბადის უკანა ნაწილი და ფორსირებადი ძრავი მიიღო.

ახალი ,,ლამაზმანის” გამწევი, სტანდარტული ტვინ-ტურბოსგან (სამლიტრიანი, ექვსცილინდრიანი) განსხვავებით, გაცილებით მძლავრი ძრავითაა წარმოდგენილი. განახლებული გამწევი 370 ცხენის ძალის სიმძლავრისა და 500 ნმ ბრუნის სისწრაფის ნაცვლად 420 ცხენის ძალის ერთეულამდე გაიზარდა, წამში 580 ნმ ბრუნის სისწრაფით.

ავტომობილში ახალი ინტერქულერია წარმოდგენილი, ასევე შეცვლილია მაყუჩი და გამოსაბოლქვი სისტემა.

BMW M2-ი აღჭურვილია შეჩერების რეგულირებადი ამორტიზატორებით. კუპე დაკომპლექტდა 19-დან 20 ინჩამდე განახლებული დისკებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები